პოპულარული მუსიკოსი, მაია დარსმელიძე ლეგენდარული ამერიკული გრანჟ კოლექტივის Nirvana ჰიტის Smells Like Teen Spirit ქავერ ვერსიას ავრცელებს, რომელსაც მასთან ერთად ერეკლე დეისაძე ასრულებს. კომპოზიცია ორი წლის წინ, ერთ-ერთი მუსიკალური სატელევიზიო პროექტისთვისაა ჩაწერილი, რომელიც საბოლოოდ ეთერში არ გავიდა.
► მოუსმინეთ: ერეკლე დეისაძე - ჭ-ამენ
ჯგუფმა Nirvana სიმღერის ორიგინალი ვერსია 1991 წელს გამოუშვა. კომპოზიცია კოლექტივის რიგით მეორე სტუდიურ ალბომში Nevermind არის წარმოდგენილი. ჩანაწერის ვიდეორგოლმა ბენდს MTV Video Music Awards-ის ორი ჯილდო მოუტანა. უფრო დეტალურად მის შესახებ popmusic-ის მიერ მომზადებულ სტატიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ.
► სიმღერის ისტორია: Smells Like Teen Spirit
მწერალმა და მუსიკოსმა, ერეკლე დეისაძემ შემოქმედებითი კარიერა პროექტით "ეკო და პარალელური თაობა" დაიწყო, 2012 წელს კი პანკ-ჯგუფი "40 კილომეტრში" დააარსა. 2015 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო სოლო ალბომი "იარე“. აღსანიშნავია დეისაძის კიდევ ერთი პროექტი Eko & Vinda Folio, რომლის სადებიუტო ალბომი "თერაპია" 2019 წელს ფრანგულ ლეიბლზე Talitres გამოიცა. არტისტის, ხშირ შემთხვევაში, ეპატაჟური ნამუშევრები სოციალურ-პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს და საზოგადოების არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. მისი ყველაზე პოპულარული სიმღერებია "შენი ფანჯრიდან", "რაც მამას უნდა" და "ხალხური".
მაია დარსმელიძემ კი შემოქმედებითი კარიერა 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. მუსიკოსმა მსმენელებს თავი სტეფანე მღებრიშვილთან ერთად ჩაწერილი კომპოზიციით "ხელები" დაამახსოვრა. არტისტი ამჟამად საკუთარ ბენდთან ერთად პროექტით MaoBand მოღვაწეობს.
კომენტარები