Thumbnail

Boy Harsher-მა Perfume Genius-ის ტრეკის Your Body Changes Everything რემიქსი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკულმა ჯგუფმა Boy Harsher ინდი პოპ მუსიკოსის Perfume Genius კომპოზიციის Your Body Changes Everything რემიქს ვერსია და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სინგლი პერფიუმ ჯენიუსის ალბომში Immediately შევა, რომელიც მისი ბოლო ნამუშევარში Set My Heart on Fire Immediately წარმოდგენილი ტრეკების ალტერნატიულ ვერსიებს გააერთიანებს.

Boy Harsher ჯორჯიის შტატის ქალაქ სავანაში 2013 წელს შეიქმნა. რამდენიმე სტუდიური ჩანაწერის გამოცემის შემდეგ, 2016 წელს, მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Yr Body is Nothing გამოსცეს. დუეტის შემოქმედება ელექტრონულ მუსიკას, დარქვეივსა და ინდასტრიალს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 5 ივნისს Boy Harsher თბილისშიც ჩამოვიდა და კლუბში KHIDI კონცერტი გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული