Thumbnail

მულტიმედიური კომპანიის Lyrical Lemonade იუთუბის არხზე ახალი კომპოზიცია Bad Boy და მასზე შექმნილი კლიპი გამოქვეყნდა. კოლაბორაციულ ჩანაწერში 2019 წელს გარდაცვლილი მუსიკოსი Juice WRLD და გავლენიანი ატლანტელი შემსრულებელი Young Thug მონაწილეობენ. ტრეკის პროდიუსერი Pi’erre Bourne გახლავთ. ვიზუალური ნამუშევრის რეჟისორი კი ქოულ ბენეთია.

ნახეთ: Juice WRLD და The Weeknd ანიმაციურ კლიპში Smile

Young Thug: მე მეტი ჰიტი მაქვს, ვიდრე ჯეი ზის

Young Thug: ლილ უეინის გაცნობა მსურდა, ხელი გავუწოდე, მან კი არ ჩამომართვა

აღსანიშნავია, რომ კოლეგებმა ტრეკი ცნობილი ფილმის Bad Boys შთაგონებით შექმნეს.

ჯარად ჰიგინსმა, ფსევდონიმით Juice WRLD, მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ 2017 წლის სადებიუტო მიქსტეიპით "9 9 9" გაიცნო. 2018 წელს რეპერმა გაყიდვაში პირველი ალბომი Goodbye & Good Riddance ჩაუშვა. სტუდიური ჩანაწერის მთავარი სინგლი პლატინის სტატუსის მფლობელი კომპოზიცია Lucid Dreams გახლავთ. შემსრულებელს ისეთ მუსიკოსებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: ნიკი მინაჟი, ტრევის სკოტი და სხვები. 2019 წლის 8 დეკემბერს მუსიკოსი ოპიოიდური პრეპარატების, კოდეინისა და ოქსიკოდონის ზედოზირებამ იმსხვერპლა. გარდაცვალების შემდეგ ჯუსის წარმომადგენლებმა მისი სტუდიური ნამუშევარი Legends Never Die გამოაქვეყნეს.

იანგ თაგმა კი შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მუსიკოსი ორიგინალური ვოკალითა და ჩაცმულობის ექსცენტრიკული სტილით გამოირჩევა. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 წლის ტრეკით Stoner გახდა. 2017 წელს კი მან გაყიდვაში კომერციული მიქსტეიპი Beautiful Thugger Girls ჩაუშვა. 2019 წელს ჯეფრიმ სადებიუტო ალბომი So Much Fun გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული