Thumbnail

ნახეთ: არიანა გრანდე სიმღერის "34+35" რემიქსს ავრცელებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, არიანა გრანდემ ტექსტურ ვიდეოსთან ერთად სიმღერის "34+35" რემიქსი გაავრცელა. ნამუშევრის ახალ ვერსიაში პოპულარული არტისტები Doja Cat და Megan Thee Stallion მონაწილეობენ. კომპოზიციის ორიგინალი ჩანაწერი არიანას ბოლო ალბომში Positions არის წარმოდგენილი, რომელიც 2020 წელს გამოიცა.

ნახეთ: არიანა გრანდემ კომპოზიციაზე "34+35" კლიპი გადაიღო

აღსანიშნავია, რომ კომპოზიციის ერთ-ერთ მონაკვეთში დოუჟა ქეთი პოპულარულ ჰიპ ჰოპ არტისტს, ტეკაში სიქსნაინს ახსენებს.

"I want that 69 without Tekashi".
"მინდა 69, ოღონდ ტეკაშის გარეშე", - ამბობს დოჟა.

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. 2019 წელს შემსრულებელმა საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდოც მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული