Thumbnail

ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე სახელმწიფო ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

20 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება. ცნობილი ხდება, რომ ღონისძიებაზე ქვეყნის ეროვნულ ჰიმნს The Star-Spangled Banner პოპვარსკვლავი ლედი გაგა შეასრულებს. მის გარდა ცერემონიაში მონაწილეობას ჯენიფერ ლოპესი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, დემი ლოვატო და ჯონ ბონ ჯოვი მიიღებენ. სხვა გამომსვლელების ვინაობა ამ ეტაპზე არ ხმაურდება.

აღსანიშნავია, რომ ლედი გაგა წინასაარჩევნო პერიოდში ბაიდენის დიდი მხარდამჭერი გახლდათ და მის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობაში იღებდა მონაწილეობას.

ნახეთ: ლედი გაგამ ჯო ბაიდენის მხარდასაჭერად Shallow და Yoü And I შეასრულა

ჯო ბაიდენისა და ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისის ინაუგურაცია ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობასთან, თბილისის დროით, 20:30 საათზე დაიწყება და საათნახევარს გასტანს. ცერემონიას ცნობილი მსახიობი, ტომ ჰენკსი გაუძღვება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული