1990 წელს შექმნილი ორგანიზაცია TC Candler, რომელიც დამოუკიდებელ კრიტიკოსებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აერთიანებს, 2020 წლის 100 ყველაზე სიმპათიური კეიპოპ შემსრულებელი მამაკაცის ჩამონათვალს აქვეყნებს. სიის ლიდერობა პოპულარული ბოიბენდის, BTS-ის წევრს, კიმ თეჰიონს, იგივე V-ის ხვდა წილად. ასეულში მოხვდა კოლექტივის დანარჩენი ექვსი წევრიც. რაც შეეხება პირველ ათეულს, "ბითიესის" გარდა, აქ აგრეთვე დასახელდნენ სხვა სამხრეთკორეული ჯგუფების, EXO-ს, NCT-ს, Stray Kids-ის, Treasure-ისა და Astro-ს წევრები.
► ნახეთ: საუკეთესო კეიპოპ არტისტების გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარეს
► BTS-ის ჯონგუქი ყველაზე სექსუალურ უცხოელ მამაკაცად დასახელდა
ყველაზე სიმპათიური კეიპოპ შემსრულებელი მამაკაცების ტოპ ათეული ასეთია:
10. Hyunjin (Stray Kids)
9. Yuta (NCT)
8. Suho (EXO)
7. WinWin (NCT)
6. Xiumin(EXO)
5. Haruto (TREASURE)
4. Jungkook (BTS)
3. Taeyong (NCT)
2. Cha Eun-woo (Astro)
1. V (BTS)
აღსანიშნავია, რომ ვიმ მეორე პოზიცია დაიკავა TC Candler-ის 2020 წლის ყველაზე სიმპათიური ცნობილი მამაკაცების ზოგად ასეულში.
კომენტარები