Thumbnail

ნახეთ: Slipknot-ის კორი ტეილორი კლიპს Samantha's Gone ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული ამერიკული ჰევი მეტალ ჯგუფის Slipknot ფრონტმენმა, კორი ტეილორმა კომპოზიციაზე Samantha's Gone გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსის სადებიუტო სოლო ალბომში CMFT შედის, რომელიც 2020 წლის 2 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

► კორი ტეილორმა Slipknot-ის შემოქმედებიდან თავისი რჩეული კომპოზიცია დაასახელა

კორი ტეილორმა შემოქმედებითი კარიერა 1995 წელს როკ ჯგუფ Stone Sour-ში მოღვაწეობით დაიწყო. არტისტი ჰევი მეტალ ბენდს Slipknot 1997 წელს შეუერთდა. მუსიკოსს ბრიტანულმა გამოცემამ NME ყველა დროის საუკეთესო ჰევი მეტალ ფრონტმენების რეიტინგში მეშვიდე ადგილი მიანიჭა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული