Thumbnail

მერაია ქერი საუბრობს, რაში დაეხმარა კორონავირუსის პანდემია

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მერაია ქერიმ მუსიკოსისა და ჟურნალისტის, Questlove-ის პოდკასტში Questlove Supreme სტუმრობისას განაცხადა, რომ შეზღუდვებისა და სხვა უამრავი სირთულის მიუხედავად, კორონავირუსის პანდემია მას ხმის აღდგენასა და გაუმჯობესებაში დაეხმარა.

მერაია ქერი: ჰგონიათ, სიმღერით All I Want for Christmas Is You ბევრ ფულს ვშოულობ

ნახეთ: მერაია ქერიმ აქამდე გამოუქვეყნებელი კლიპი Underneath The Stars გაავრცელა

მერაია ქერიმ გაამხილა, რომ 1995 წელს გრანჟ ალბომზე იმუშავა

"მართალია, მთელი 2020 წლის განმავლობაში არ მიმღერია, არ მიმოგზაურია, ძილი ამერია და შექმნილი სიტუაციის გამო სტრესშიც ვიყავი, მაგრამ იძულებითი პაუზა ჩემს ხმას აღდგენასა და გაუმჯობესებაში ძალიან დაეხმარა. მეუბნებიან, სასწრაფოდ დაბრუნდი სტუდიაში, უნდა იმღეროო. ვპასუხობ, ვიცი-მეთქი", - ამბობს 50 წლის არტისტი.

მერაია ქერიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1986 წელს დაიწყო. მან წარმატება სადებიუტო ალბომის გამოსვლისთანავე მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მუსიკოსმა 200 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის ჯილდო ხუთჯერ აქვს მიღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული