Thumbnail

დემი ლოვატო ახალ სერიალში საკუთარ ნარკოდამოკიდებულებაზე ისაუბრებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავის, დემი ლოვატოს შესახებ დოკუმენტური სერიალი Dancing With the Devil (ეშმაკთან ცეკვა) გადაიღეს. ნამუშევარში, რომლის ავტორიც რეჟისორი მაიკლ რატნერი გახლავთ, ბოლო სამი წლის განმავლობაში მომღერლის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ იქნება მოთხრობილი. სურათში ლოვატო ღიად ისაუბრებს ნარკოტიკებზე დამოკიდებულებასა და ზედოზირების გამო საავადმყოფოში მოხვედრაზე. პირველი ორი ეპიზოდის პრემიერა მუსიკოსის იუთუბის არხზე 23 მარტს შედგება, რის შემდეგაც ახალი სერიები ყოველკვირეულად გავრცელდება.

ნახეთ: დემი ლოვატომ სიმღერა და კლიპი Commander In Chief გაავრცელა

მოუსმინეთ: დემი ლოვატომ საქმროსთან დაშორებას სიმღერა Still Have Me მიუძღვნა

დემი ლოვატო: სელენა გომესთან აღარ ვმეგობრობ

"ორ წელზე მეტი გავიდა ჩემი ცხოვრების ყველაზე ბნელი პერიოდის შემდეგ. ახლა კი მზად ვარ, ჩემი ისტორია მთელ მსოფლიოს მოვუყვე. ნახავთ, თუ როგორ ვიბრძოდი და როგორ მოვედი აქამდე. თქვენთვის ბევრი რამის თქმა მსურდა. დიდი მადლობა ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თაყვანისმცემლებს გვერდში დგომისთვის. თქვენი წყალობით, გავიზარდე და ბევრი რამ ვისწავლე", - ამბობს ლოვატო.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს დემი ლოვატო ოპიოიდური საშუალებების, ოქსიკოდონისა და ფენტანილის ზედოზირებით მიღების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. პოპვარსკვლავი ნარკოდამოკიდებულების, ფსიქიკური პრობლემებისა და კვებითი დარღვევების გამო სარეაბილიტაციო ცენტრში წარსულში არაერთხელ იმყოფებოდა.

დემი ლოვატომ მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2009 წელს გამოშვებულ სტუდიურ ალბომს Here We Go Again უკავშირდება, რომელიც გაყიდვების ლიდერი გახდა. განსაკუთრებული პოპულარობა არტისტს სიმღერებმა Cool for the Summer, Sorry Not Sorry და Confident მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული