Thumbnail

ანონიმი ქართველი არტისტების პროექტმა Circus Mircus ახალი კომპოზიცია Semi-Pro და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ჩანაწერში ვოკალისტის როლს მოწვეული მუსიკოსი, ბიგ სკრაპუშეკსი ირგებს, კლავიშთან კი ასევე უცნობ შემსრულებელს, სახელად რაბის ვხვდებით.

ნახეთ: Circus Mircus - The Ode to the Bishkek Stone

ნახეთ: ანონიმი ქართველი არტისტების პროექტი Circus Mircus ოთხ სიმღერას ავრცელებს

Circus Mircus სამი ქართველი არტისტისგან შედგება, რომელთა ფსევდონიმებია: ბავონც გევორქიანი, იგორ ფონ ლიხტენშტეინი და დამოკლეს სტავრიადისი. პროექტის იუთუბის არხის აღწერის ველში კი მოთხრობილია:

"ბენდის პირველი ლაივი თბილისში, საქართველოში ჩატარდა. ამ ადგილს ჯგუფის სამივე წევრისთვის განსაკუთრებული ღირებულება აქვს, რადგანაც ისინი აქ მდებარე ცირკის აკადემიაში სწავლობდნენ, საიდანაც მოგვიანებით გარიცხეს. ამის შემდეგ არტისტები გაერთიანდნენ და მისტერ კაიტის მოხეტიალე ცირკთან ერთად წლების განმავლობაში მსოფლიო ტურნეს მართავდნენ. კოლექტივის შემოქმედება, რომელიც რამდენიმე ჟანრს მოიცავს, ჯგუფის თითოეული წევრის შინაგან სამყაროსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებებს წარმოაჩენს".

კომენტარები

ბოლოს დამატებული