Thumbnail

ჯონ ლენონის დაწერილი სიმღერა, რომელიც თავად სძულდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი, ჯონ ლენონი The Beatles-ში მოღვაწეობის ბოლო პერიოდში, ისევე, როგორც მისი დაშლის შემდეგ, ჯგუფის ნამუშევრების კრიტიკას არ ერიდებოდა. მაგალითად, არ მოსწონდა ალბომებში Help! და Rubber Soul შესული კომპოზიცია It's Only Love, რომლის ავტორიც თავად იყო. დევიდ შეფთან ჩაწერილ ცნობილ ინტერვიუში, რომელიც ჟურნალ Playboy-ში დაიბეჭდა, ჯონი ამ სიმღერაზე საუბრისას ამბობდა:

"სულ ვფიქრობდი, რომ ეს საზიზღარი კომპოზიციაა. საშინელი ტექსტი აქვს. ყოველთვის მძულდა ეს ჩანაწერი".

The Beatles-ის სიმღერა, რომლის ჩაწერითაც პოლ მაკკარტნიმ ჯონ ლენონს გული ატკინა

ჯონ ლენონის სიმღერა, რომელიც საზოგადოებამ არასწორად გაიგო

"რატომ ვმორცხვობ, როდესაც შენ გვერდით ვარ?
ესაა სიყვარული, სულ ესაა,
მაგრამ რატომ უნდა ვგრძნობდე თავს ასე?
ესაა სიყვარული, სულ ესაა.
რთულია შენი სიყვარული.
სწორია, რომ ყოველ ღამე ვჩხუბობთ?
შენი გამოხედვა ღამეს ანათებს", - ასეთია ამონარიდი სიმღერის ტექსტიდან.

"Why am I so shy when I'm beside you?
It's only love and that is all
Why should I feel the way I do?
It's only love and that is all
But it's so hard loving you
Is it right that you and I should fight, every night?
Just the sight of you makes nighttime bright, very bright".

პოლ მაკკარტნი კი, რომელმაც ასევე შეიტანა წვლილი კომპოზიციის შექმნაში, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა:

"ტექსტი თუ განსაკუთრებით ცუდი იყო, ვცვლიდით ხოლმე, მაგრამ ამაზე დიდად გვინერვიულია. ეს როკ-ენ-როლ სიმღერა იყო, ისეთივე სერიოზულობით ხომ არ მიუდგები, როგორც ლიტერატურას".

მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი The Beatles ქალაქ ლივერპულში 1960 წელს შეიქმნა. ბენდმა სადებიუტო სინგლი Love Me Do 1962 წელს გამოუშვა. მომდევნო წელს კი კოლექტივმა პირველი ალბომი Please Please Me გაავრცელა. 800 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო.

1970 წელს კოლექტივმა რიგით მეთორმეტე, უკანასკნელი ალბომი Let It Be გამოუშვა. ჩანაწერის გავრცელებამდე ერთი თვით ადრე ბენდი დაიშალა. 1999 წელს ჟურნალმა Time მუსიკოსები მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული