Thumbnail
ფოტო: Anushka Chkheidze / Facebook

მოუსმინეთ: ანუშკა ჩხეიძე ახალ ტრეკს Epiphany ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ელექტრონულმა მუსიკოსმა, ანუშკა ჩხეიძემ, ახალი კომპოზიცია Epiphany გაავრცელა. ტრეკი მან 45-წუთიანი საცეკვაო პერფორმანსისთვის შექმნა. პროექტის ქორეოგრაფი ნათია ჩიკვაიძე გახლავთ, მასთან ერთად დადგმაში კიდევ 4 მოცეკვავე: ნათია ბუნტური, ლევან გელბახიანი, ალექსანდრე გადელია და ჯონათან რასელი მონაწილეობენ.

ერეკლე დეისაძემ, ნინი ნუცუბიძემ და ანუშკა ჩხეიძემ კომპოზიცია "ზამთარი" შეასრულეს

ანუშკა ჩხეიძემ შემოქმედებითი კარიერა 2016 წელს დაიწყო. მუსიკოსი თავდაპირველად სასცენო სახელით AnushKey მოღვაწეობდა. არტისტის პოპულარული კომპოზიციებია: Heavy Notes, Lingotto და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული