Thumbnail

გინესის რეკორდები, რომლებიც ბილი აილიშს ეკუთვნის

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი, ბილი აილიში მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში 13-ჯერ მოხვდა. გაგაცნობთ იმ მიღწევებს, რომლებიც 19 წლის არტისტმა დაიმსახურა.

ბილი აილიშმა საკუთარი ჩაცმის სტილი სამი სიტყვით დაახასიათა

სიმღერა, რომლის შთაგონებითაც ბილი აილიშმა კომპოზიცია My Future დაწერა

» ქალი არტისტი, რომელმაც Spotify-ზე ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი მოსმენა დააგროვა

2019 წლის განმავლობაში ბილი აილიშის სიმღერების მოსმენებმა Spotify-ზე 6 მილიარდს გადააჭარბა, რითიც მან პოპვარსკვლავ არიანა გრანდეს მიერ 2018 წელს დამყარებული რეკორდი (3 მილიარდი მოსმენა) მოხსნა. აღსანიშნავია, რომ ბილი 2020 წელსაც ყველაზე მეტი მოსმენის მქონე ქალ არტისტად დასახელდა "სპოტიფაიზე".

» Spotify-ზე ყველაზე მეტი მოსმენის მქონე ალბომი

არტისტის სადებიუტო ალბომმა When We All Fall Asleep, Where Do We Go? 2019 წელს "სპოტიფაიზე" ყველაზე მეტი (6 მილიარდი) მოსმენა დააგროვა და გინესის წიგნში ადგილიც ხვდა წილად.

» ინტერნეტში ყველაზე მეტჯერ მოძიებული მუსიკოსი

2019 წელს ბილიმ სამი რეკორდი დაამყარა გუგლში ყველაზე მეტჯერ მოძიებული ქალის, მუსიკოსისა და ქალი მუსიკოსის კატეგორიებში.

» ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც გრემიზე ოთხ ძირითად კატეგორიაში წარადგინეს

ბილი 18 წლის იყო, როცა 2020 წლის გრემის დაჯილდოებაზე ოთხ ძირითად ნომინაციაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი წარადგინეს.

» გრემის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა არტისტი და პირველი ქალი შემსრულებელი, რომელმაც ოთხ ძირითად კატეგორიაში გაიმარჯვა

2020 წლის გრემის დაჯილდოებაზე ბილიმ ოთხივე ძირითად ნომინაციაში მიიღო ოქროს გრამოფონი, ამასთან, მას საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაშიც ხვდა ჯილდო. ოთხ მთავარ ნომინაციაში პირველად 1981 წელს ამერიკელმა კრისტოფერ კროსმა გაიმარჯვა, რომელიც მაშინ 30 წლის იყო. 2020 წლამდე სწორედ ის იყო ერთადერთი მუსიკოსი, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია.

» წლის ალბომის და ჩანაწერის კატეგორიებში გამარჯვებული ყველაზე ახალგაზრდა არტისტი

ბილი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი და სოლო შემსრულებელია, რომელმაც გრემიზე წლის ალბომის კატეგორიაში გაიმარჯვა. მანამდე ეს რეკორდი ამერიკელ პოპვარსკვლავ ტეილორ სვიფტს ეკუთვნოდა, რომელმაც ჯილდო 20 წლის ასაკში მიიღო. აილიში წლის ჩანაწერის კატეგორიაში გამარჯვებული ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსიცაა.

» ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც ჯეიმს ბონდის საუნდტრეკის თანაავტორი და შემსრულებელია

ბილი ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსია, რომელიც ჯეიმს ბონდის ახალი, რიგით 25-ე ფილმისთვის No Time To Die ჩაწერილი ამავე სახელწოდების საუნდტრეკის შემსრულებელი და თანაავტორია. სიმღერა მან ძმასთან, ფინიასთან ერთად შექმნა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული