Thumbnail

ბრიტანულმა სინთპოპ ბენდმა Still Corners ტექსტურ ვიდეორგოლთან ერთად ახალი კომპოზიცია White Sands გაავრცელა. სინგლი მუსიკოსების მომავალ, რიგით მეხუთე ალბომში The Last Exit შევა, რომელიც 22 იანვარს გამოიცემა.

ნახეთ: Still Corners - The Last Exit

Still Corners ლონდონში 2007 წელს ჩამოყალიბდა. ოთხი წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Creatures of an Hour გაავრცელა. პროექტის ყველაზე წარმატებული ნამუშევრებია The Trip და Fireflies. ამ დრომდე დუეტს 4 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული