Thumbnail

სნუპ დოგი: ჩემსა და ემინემს შორის ყველაფერი რიგზეა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლეგენდარული კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტის, სნუპ დოგის განცხადებით, მასა და ეპოქალურ დეტროიტელ ემსის, ემინემს შორის ყველაფერი რიგზეა. ამის შესახებ დასავლელმა ვეტერანმა ტვიტერზე ფან-კლუბის Mainly Eminem პოსტის პასუხად დაწერა.

Daz Dillinger ხსნის, რეალურად რატომ გაფუჭდა სნუპ დოგისა და ემინემის ურთიერთობა

"ჩვენ შორის ყველაფერი კარგადაა", - უპასუხა სნუპმა პოსტის ავტორს, რომელსაც აინტერესებდა, თუ რა შეიცვალა ძველი მეგობრების ურთიერთობაში.

სახელოვანი კოლეგები, რომლებიც, ლეგენდარული დოქტორ დრეს დამსახურებით, ერთი გუნდის წევრებად მოიაზრებოდნენ, ერთმანეთს სნუპის განცხადების შემდეგ დაუპირისპირდნენ. 2020 წლის ზაფხულში დასავლელმა შემსრულებელმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ემინემს 10 საუკეთესო რეპერს შორის ვერ დაასახელებდა. ასევე, სნუპმა განმარტა, რომ, რამდენიმე ემსის შემოქმედებისგან განსხვავებით, მას მარშალ მეზერსის მუსიკის გარეშე ცხოვრება ნამდვილად შეუძლია. მოგვიანებით დეტროიტელმა უფროსი კოლეგა ალბომის Music To Be Murdered By: Side B კომპოზიციაში Zeus გადისა, რასაც სნუპი სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე გამოეხმაურა.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს ერთ-ერთ ინტერვიუში ემინემმა განმარტა, რომ სნუპმა უპატივცემულობა გამოხატა, როდესაც განაცხადა, რომ მისი მუსიკის გარეშე ცხოვრება შეეძლო.

კარიერის განმავლობაში სნუპ დოგისა და ემინემის გზა არაერთხელ გადაიკვეთა. კოლეგები ერთმანეთის მიმართ პატივისცემას ხშირად გამოხატავდნენ. მათი გამორჩეული კომპოზიცია სწორედ Bitch Please II გახლავთ. ამასთან, სნუპი და ემინემი ამავე წელს ჟანრის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელი ტურნეს Up In Smoke Tour ჰედლაინერები იყვნენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული