Thumbnail

ნახეთ: Future Islands-მა სეთ მეიერსის შოუში კომპოზიცია Plastic Beach შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული ჯგუფი Future Islands სეთ მეიერსის ღამის შოუს ესტუმრა. ბენდმა გადაცემაში კომპოზიცია Plastic Beach შეასრულა. სინგლი კოლექტივის ბოლო ალბომში As Long as You Are შედის, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა.

მოუსმინეთ: Future Islands-მა ალბომი As Long as You Are გამოუშვა

პარალელურად არტისტებმა ალბომში შესული კიდევ ერთი ტრეკის For Sure რემიქს ვერსია გაავრცელეს, რომელზეც ნიუ იორკელმა მუსიკოსმა, დენ დიკონმა იმუშავა.

Future Islands ქალაქ ბალტიმორში 2006 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს ამ დრომდე 6 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. ბენდის მუსიკალური მიმართულება სინთპოპს, ალტერნატიულ როკსა და ინდი პოპს მოიცავს. კოლექტივის ყველაზე წარმატებული კომპოზიციებია: Seasons (Waiting on You), A Dream Of You And Me, Like the Moon და Ran.

კომენტარები

ბოლოს დამატებული