Thumbnail

პოლ მაკკარტნის შვილი Abbey Road Studios-ზე ფილმს იღებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლონდონში მდებარე ცნობილ ხმის ჩამწერ სტუდია Abbey Road-ზე, სადაც ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა, The Beatles-მა თითქმის ყველა ალბომსა თუ ჰიტზე იმუშავა, დოკუმენტურ ფილმს If These Walls Could Sing იღებენ. სურათის რეჟისორი პოლ მაკკარტნის შვილი, მერი იქნება. "ები როუდს" მიმდინარე წლის ნოემბერში დაარსებიდან 90 წელი უსრულდება.

The Beatles-ის სიმღერა, რომლის ჩაწერითაც პოლ მაკკარტნიმ ჯონ ლენონს გული ატკინა

პოლ მაკკარტნი: ელვის პრესლის ამ სიმღერამ თავის ტკივილი გამიყუჩა

მერი დოკუმენტურ სურათს Mercury Studios-თან თანამშრომლობით იღებს. ეს პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება, რომელსაც სტუდია "ები როუდის" შესახებ შექმნიან.

"ჩემი ბავშვობის მოგონებები სწორედ იქ გატარებულ დღეებს უკავშირდება. დიდი ხანი მსურდა, რომ ამ ისტორიული ადგილის შესახებ თქვენთვის მომეთხრო. Mercury Studios-ა და ფილმის პროდიუსერ ჯონ ბათსექის წყალობით ეს რეალობა ხდება", - ამბობს მერი მაკკარტნი.

Abbey Road Studios ლონდონში 1931 წლის ნოემბერში გაიხსნა. გამოცემა Rolling Stone-ის ინფორმაციით, ამ სტუდიაში "ბითლზმა" 190 სიმღერა ჩაწერა. მათ გარდა "ები როუდში" ისეთ არტისტებსა და ბენდებს უმუშავიათ, როგორებიც არიან: Pink Floyd, Radiohead, არეტა ფრანკლინი, ადელი და სხვები. აღსანიშნავია, რომ 2009 წელს სტუდიის გაყიდვა იგეგმებოდა, თუმცა, 2010-ში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შენობას ისტორიული ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული