Thumbnail

ქართველი რეპერი და პროდიუსერი, ლაშა აბრამიძე, ფსევდონიმით Cas, ახალ კომპოზიციას Strings აქვეყნებს. კასპერის კოლაბორაციულ ჩანაწერში მისი ახალგაზრდა კოლეგა TAHA მონაწილეობს. ეს არტისტების პირველი ერთობლივი ტრეკია. დრილ მიმდინარეობის ჟღერადობის ინსტრუმენტალის ავტორი თავად ლაშა გახლავთ.

ნახეთ: Cas - მაგიჟებს

მოუსმინეთ: TAHA - Reunion

ლაშამ მუსიკალური კარიერა ინგლისურენოვან როკ ბენდში Duality დაიწყო. არტისტი ჯგუფში 2003-07 წლებში მოღვაწეობდა. მოგვიანებით მუსიკოსმა ძალები სხვა ჟანრშიც მოსინჯა და ჰიპ ჰოპ მუსიკის შექმნას შეუდგა. მისი პირველი ოფიციალური ტრეკი "ჩემი ნება რომ იყოს" 2016 წელს გამოიცა. რეპერის პოპულარული კომპოზიციებია "მე მინდა მეტი", "ზომბი ვარ", "ნეტა ვინ" და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული