Thumbnail

ნახეთ: ქართული დუეტი Healer Twins სიმღერის Mountain Of Dreams კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლონდონში მოღვაწე ქართული დუეტი Healer Twins კომპოზიციაზე Mountain Of Dreams გადაღებულ კლიპს ავრცელებს. ვიდეორგოლში დებთან ერთად მსახიობი, თამრი ბზიავა მონაწილეობს. სიმღერა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომში შედის, რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა.

"პანდემიამ შთაგვაგონა, 5 წლის წინ გამოქვეყნებულ კომპოზიციაზე კლიპი გადაგვეღო. დღეს, კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების გამო, ხელოვნება დიდი სირთულეების წინაშე დგას. ამიტომაც, მსოფლიოში მოღვაწე ხელოვანების მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა ამ ვიდეორგოლით გამოვხატეთ", - წერს ჯგუფი კლიპის აღწერის ველში.

Healer Twins ტყუპი დების, ლიანა და თეა შენგელაიების პროექტია. გოგონებმა მედიის ყურადღება 2015 წელს მიიპყრეს, როდესაც ფილმში Star Wars: The Force Awakens მიიღეს მონაწილეობა. ერთ წელიწადში მათ სადებიუტო ალბომი Healer Twins გამოუშვეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული