Thumbnail

შოტლანდიურმა პოსტ როკ ჯგუფმა Mogwai ახალი სიმღერა Ritchie Sacramento და მასზე შექმნილი კლიპი გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის მომავალ, რიგით მეათე ალბომში As the Love Continues იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე წლის 19 თებერვალს ჩაეშვება.

ნახეთ: Mogwai - Dry Fantasy

პოსტ როკ ჯგუფი Mogwai 1995 წელს გლაზგოში ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს დღემდე ცხრა სტუდიური ალბომი აქვთ გამოშვებული. განსაკუთრებული წარმატება ბენდს კომპოზიციამ Take Me Somewhere Nice მოუტანა. აღსანიშნავია, რომ არტისტები საქართველოსაც ესტუმრნენ, კოლექტივი Tbilisi Open Air 2019-ის ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული