შვედური პოსტ პანკ ჯგუფი Viagra Boys ახალ, რიგით მეორე ალბომს Welfare Jazz ავრცელებს. სტუდიური ჩანაწერი 13 კომპოზიციას აერთიანებს. მუსიკოსებმა სატირული და ირონიული ტექსტებით გაჯერებული ნამუშევარი სტოკჰოლმში მდებარე ლეიბლზე YEAR0001 გამოსცეს.
► ნახეთ: Viagra Boys - In Spite Of Ourselves Ft. Amy Taylor
Viagra Boys ქალაქ სტოკჰოლმში 2015 წელს შეიქმნა. სამი წლის შემდეგ კოლექტივმა სადებიუტო ალბომი Street Worms გამოაქვეყნა. ჯგუფის კომპოზიციები ძირითადად შავი იუმორითა და სატირული ტექსტებით ხასიათდება.
კომენტარები