Thumbnail

ნახეთ: ბიონსეს შვილის, 9 წლის ბლუ აივის ვიდეო ცეკვის გაკვეთილიდან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბიონსეს დედამ, ბიზნესმენმა და დიზაინერმა, თინა ნოულსმა ინსტაგრამზე შვილიშვილის, 9 წლის ბლუ აივის ვიდეო გაავრცელა ცეკვის გაკვეთილიდან. კადრებში გოგონა ამერიკელი შემსრულებლის, Ciara-ს კომპოზიციაზე Gimmie Dat ცეკვავს. თინამ ბლუ აივი დეიდას, მომღერალ სოლანჟს შეადარა.

Beyoncé-სა და Jay-Z-ის შვილი, ბლუ აივი გრემის ნომინანტია

"ეს ბლუ არის, მაგრამ გეფიცებით, მის ასაკში სოლანჟი ზუსტად ასე ცეკვავდა", - წერს ის.

თინა ნოულსი ინსტაგრამზე ხშირად ავრცელებს ვიდეოებს, რომლებშიც გამომწერებს უზიარებს, რით არის გატაცებული მისი შვილიშვილი. მაგალითად, სამი თვის წინ ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც გოგონას მიერ ჰელოუინისთვის გაკეთებული მაკიაჟით არის აღბეჭდილი, ხოლო მანამდე ვიდეო ატვირთა, რომელშიც ბავშვი ექსპერიმენტს ატარებდა პანდემიის პერიოდში ხელების დაბანის საჭიროების ხაზგასასმელად.

ვარსკვლავური წყვილის, ბიონსესა და ჯეი ზის უფროსი შვილი სიმღერითაც არის გატაცებული. მისი დებიუტი მამის 2017 წლის ალბომში 4:44 შესული ტრეკში Blue's Freestyle შედგა, რომელშიც გოგონა რეპავს. ბლუ აივი ანიმაციური ფილმის The Lion King რიმეიქის საუნდტრეკების ალბომში The Lion King: The Gift წარმოდგენილი კომპოზიციის Brown Skin Girl ერთ-ერთი ავტორი და შემსრულებელიცაა, რისთვისაც 2019 წელს ღონისძიებაზე Soul Train Awards პირველი ჯილდო მიიღო წლის ჩანაწერის კატეგორიაში. ამავე სიმღერისთვის მას BET Her Awards-ისა და NAACP-ის პრიზებიც ხვდა წილად, ხოლო მასზე გადაღებულ კლიპში შეტანილი წვლილისთვის დედისა და ნიგერიელი შემსრულებლის, WizKiD-ის გვერდით 2021 წლის გრემის ნომინანტად დასახელდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული