Thumbnail

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, დენი ელფმანი ახალ კომპოზიციას Sorry და მასზე შექმნილ ვიდეორგოლს ავრცელებს. ეს მხოლოდ მეორე სოლო სინგლია, რომელიც არტისტმა ბოლო 36 წელიწადში გამოაქვეყნა. ელფმანი მსმენელს ჰპირდება, რომ 2021 წელს, ყოველი თვის 11 რიცხვში, ახალ ტრეკს გამოუშვებს.

დენი ელფმანმა მუსიკალური კარიერა 1979 წელს ჯგუფში Oingo Boingo დაიწყო. ორი წლის შემდეგ, თეატრალური პერფორმანსებით ცნობილმა კოლექტივმა სადებიუტო ალბომი Only a Lad გაავრცელა. ბენდის შემოქმედება ნიუ ვეივსა და სკა პანკს აერთიანებდა. 1985 წელს ელფმანმა ცნობილი რეჟისორის, ტიმ ბარტონის მიწვევით, ფილმისთვის Pee-wee's Big Adventure მუსიკალური თემა შექმნა. 1994 წელს არტისტმა კოლექტივი დატოვა და მთლიანად კინოსურათებისთვის მუსიკის დაწერაზე გადაერთო. ოსკარის ოთხი ნომინაციისა და გრემის მფლობელ ელფმანს დღემდე 100-ზე მეტი ფილმი აქვს მუსიკალურად გაფორმებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული