Thumbnail

Lil Nas X-ის ჰიტმა Old Town Road მორიგი რეკორდი დაამყარა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ატლანტელი ქანთრი რეპერის, Lil Nas X-ის ჰიტის Old Town Road რემიქს ვერსიამ, რომელსაც ის ქანთრი მუსიკოს ბილი რეი საირუსთან ერთად ასრულებს, კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის (RIAA) მონაცემებით, ის მუსიკის ისტორიაში პირველი სიმღერა გახდა, რომელმაც 14 პლატინის სტატუსი მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნამუშევრის 14 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.

ნახეთ: Lil Nas X-მა კლიპთან ერთად სიმღერა Holiday გაავრცელა

რატომ მალავდა Lil Nas X, რომ ნიკი მინაჟის თაყვანისმცემელი იყო

Lil Nas X: ვაპირებდი, ეს საიდუმლო საფლავში ჩამეტანა

"Old Town Road ოფიციალურად თოთხმეტი პლატინის მფლობელია. ამ შედეგისთვის დღემდე არცერთ კომპოზიციას არ მიუღწევია", - წერს მუსიკოსი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

Old Town Road-ის რემიქს ვერსიამ ამერიკელი მომღერლის, ჯონ ლეჯენდის სიმღერას All of Me და ჰიტ Despacito-საც კი გადაასწრო, რომელსაც ლუის ფონსი და დედი იანკი კანადელ პოპვარსკვლავ ჯასტინ ბიბერთან ერთად ასრულებენ.

Lil Nas X-მა შემოქმედებითი კარიერა 2018 წელს დაიწყო. ამავე წელს მან სადებიუტო მიქსტეიპი Nasarati გაავრცელა. დეკემბერში გამოცემულმა კომპოზიციამ Old Town Road ბილბორდის ასეულში პირველი ადგილის დაკავება მოახერხა. 2019 წლის 5 აპრილს არტისტმა საკუთარი ჰიტის რემიქსი ცნობილ ქანთრი შემსრულებელთან, ბილი რეი საირუსთან ერთად ჩაწერა. სიმღერამ ბილბორდის ჩარტში რეკორდული პერიოდი, 19 კვირა დაჰყო. მუსიკოსმა გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება ორჯერ მოახერხა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული