Thumbnail

ერეკლე დეისაძემ აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა "ჭ-ამენ" გაავრცელა. ავტორის განმარტებით, კომპოზიცია 2018 წელს არის დაწერილი.

► ნახეთ: ერეკლე დეისაძე - მიკროსაფინანSoS

► მოუსმინეთ: ერეკლე დეისაძე / Nimit_ta - თავდავიწყების დროა

► ერეკლე დეისაძემ, ნინი ნუცუბიძემ და ანუშკა ჩხეიძემ კომპოზიცია "ზამთარი" შეასრულეს

მწერალმა და მუსიკოსმა, ერეკლე დეისაძემ შემოქმედებითი კარიერა პროექტით "ეკო და პარალელური თაობა" დაიწყო, 2012 წელს კი პანკ-ჯგუფი "40 კილომეტრში" დააარსა. 2015 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო სოლო ალბომი "იარე“. აღსანიშნავია დეისაძის კიდევ ერთი პროექტი Eko & Vinda Folio, რომლის სადებიუტო ალბომი "თერაპია" 2019 წელს ფრანგულ ლეიბლზე Talitres გამოიცა.

არტისტის, ხშირ შემთხვევაში, ეპატაჟური ნამუშევრები სოციალურ-პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს და საზოგადოების არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. მისი ყველაზე პოპულარული სიმღერებია "შენი ფანჯრიდან", "რაც მამას უნდა" და "ხალხური".

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული