მუსიკოსმა დავით მანჩხაშვილმა, სასცენო სახელით Melqo, ახალი კომპოზიცია Future გაავრცელა. სინგლის პროდიუსერი თავად არტისტი გახლავთ, მიქსინგსა და მასტერინგზე კი Betkho-მ იმუშავა.
► მოუსმინეთ: Melqo - უბნის ინსპექტორი
► მოუსმინეთ: Melqo - კარის ნადიმი
მელქოს შემოქმედება სინთპოპსა და ელექტრონულ მუსიკას აერთიანებს. სადებიუტო კომპოზიცია "Bloom/აყვავდი" არტისტმა 2018 წელს გამოუშვა. 2019 წელს მან მსმენელებს ქართული ბაიათების რემიქს ვერსიები შესთავაზა, 2020 წლის დასაწყისში კი სადებიუტო ალბომი "ათასწლეული" გაავრცელა.
კომენტარები