კლივლენდელი მუსიკოსი, კოლსონ ბეიკერი, ფსევდონიმით Machine Gun Kelly, ჯიმი კიმელის ცნობილი გადაცემის სტუმარი გახლდათ. შოუში არტისტმა 2020 წლის ალბომის Tickets To My Downfall კომპოზიციები drunk face, all I know და bloody valentine შეასრულა.
► ნახეთ: Machine Gun Kelly და ჰოლზი კლიპს Forget Me Too ავრცელებენ
► Machine Gun Kelly: მეგან ფოქსი ჩემი პირველი სიყვარულია
კოლსონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. კარიერის საწყის ეტაპზე ქელი მიქსტეიპებს საკუთარი რესურსით ავრცელებდა. ფართო საზოგადოებამ ის 2010 წლის ჩანაწერით Lace Up: The Mixtape გაიცნო. 2012 წელს გაყიდვაში რეპერის სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ნამუშევარი Lace Up ჩაეშვა, რომელიც ლეგენდარული ლეიბლის Bad Boy Records მხარდაჭერით გამოიცა. დღეისთვის მეშინის დისკოგრაფიაში 5 ალბომი, 8 მიქსტეიპი და 2 EP ერთიანდება. არტისტის კარიერის ყველაზე გახმაურებული მომენტი ეპოქალურ კოლეგასთან, ემინემთან დაპირისპირებას უკავშირდება. 2018 წელს ქელიმ მარშალის ბრალდებებს დის-კომპოზიციით Rap Devil გამოეხმაურა, პასუხად მან ტრეკი Killshot მიიღო.
კომენტარები