Thumbnail

Grimes: როგორც იქნა, კორონავირუსი დამიდასტურდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილ კანადელ მუსიკოს გრაიმსს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ინსტაგრამის საშუალებით თავად არტისტმა გაავრცელა. პოსტს მან ამერიკელი მომღერლის, SZA-ს კომპოზიცია Good Days დაურთო.

"როგორც იქნა, კორონავირუსი დამიდასტურდა. მაღალი სიცხისას ნანახი სიზმრებით ვერთობი", - წერს გრაიმსი სოციალურ ქსელში.

მუსიკოსი ამჟამად ქალაქ ლოს ანჯელესში ცხოვრობს, სადაც, აშშ-ის მასშტაბით, კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კლერ ელის ბუშემ, სასცენო სახელით Grimes, მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება არენბის, დრიმპოპსა და ელექტრონიკას აერთიანებს. არტისტმა დღემდე 5 სტუდიური ალბომი გამოუშვა და ამდენჯერვე დაეუფლა Juno Awards-ის პრესტიჟულ ჯილდოს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული