Thumbnail

შვედი მუსიკოსი, ზარა ლარსონი ახალ კომპოზიციას Talk About Love და მაზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. ჩანაწერში ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტი Young Thug მონაწილეობს. სინგლი ლარსონის რიგით მესამე ალბომში Poster Girl შევა, რომელიც მიმდინარე წლის 5 მარტს გამოიცემა.

ზარა ლარსონმა შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს, ცნობილი სატელევიზიო კონკურსის Got Talent შვედურ ვერსიაში გამარჯვებით დაიწყო. 2014 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი "1" გაავრცელა. მუსიკოსს ამ დრომდე ორი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული