Thumbnail

პოპულარულმა კალიფორნიელმა გენგსთა რეპერმა, კინონ რეი ჯექსონმა, სასცენო სახელით YG, ახალი კომპოზიცია Hit Em Up და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. კომპტონელი შემსრულებლის ჩანაწერში მისი ახალბედა კოლეგები D3szn და Day Sulan მონაწილეობენ. ტრეკის პროდიუსერები კი DJ Swish და ADP არიან.

ნახეთ: YG კლიპს Jealous ავრცელებს

ნახეთ: YG და Lil Wayne კლიპში Blood Walk

ნახეთ: YG - Out On Bail

ვაიჯიმ, რომელიც კრიმინალური დაჯგუფება "ბლადსის" წევრია, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2005 წელს დაიწყო. რეპერის შემოქმედება 5 სტუდიურ ალბომს: My Krazy Life, Still Brazy, Stay Dangerous და 4REAL 4REAL აერთიანებს. მსმენელთა განსაკუთრებული მოწონება პირველმა მათგანმა დაიმსახურა, რომელმაც ბილბორდის მუსიკალურ ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა და პლატინის სტატუსიც მოიპოვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული