Thumbnail

ნახეთ: NLE Choppa და Big Sean კლიპში Moonlight

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ბრაისონ ფოთსმა, ფსევდონიმით NLE Choppa, მსმენელს კომპოზიციაზე Moonlight გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა. მემფისელის ჩანაწერში მისი ცნობილი დეტროიტელი კოლეგა, ბიგ შონი მონაწილეობს. ტრეკი ჩოფას 2020 წლის მიქსტეიპის From Dark to Light ერთ-ერთი სინგლია.

მოუსმინეთ: NLE Choppa მიქსტეიპს From Dark to Light ავრცელებს

მოუსმინეთ: 50 Cent კომპოზიციას აქვეყნებს, რომელშიც NLE Choppa მონაწილეობს

ბრაისონმა მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. იმავე წელს სამხრეთელმა რეპერმა პირველი მიქსტეიპი No Love The Takeover გამოაქვეყნა. თუმცა, არტისტი ფართო საზოგადოებამ ერთი წლის შემდეგ გავრცელებული პლატინის სტატუსის მფლობელი სინგლით Shotta Flow გაიცნო. 2020 წლის აგვისტოში გაყიდვაში ჩოფას სადებიუტო ალბომი Top Shotta ჩაეშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული