Thumbnail

ნახეთ: აშშ-ში 2020 წელს ყველაზე მეტჯერ მოსმენილი ალბომები და კომპოზიციები

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კომპანიამ MRC Data გასულ წელს აშშ-ში ყველაზე მეტ ეგზემპლარად გაყიდული და ხშირად მოსმენილი ალბომები და კომპოზიციები დაასახელა.

ჩანაწერის გაყიდვების, მოსმენებისა და გადმოწერების საერთო რაოდენობით პირველი ადგილი 26 წლის ჰიპ ჰოპ არტისტის, Lil Baby-ის ნამუშევარმა My Turn დაიკავა, მეორე პოზიცია ტეილორ სვიფტის Folklore-ს ერგო, მესამეზე კი გარდაცვლილი რეპერის, Pop Smoke-ის ერთადერთი ალბომი Shoot for the Stars, Aim for the Moon გავიდა.

10 ყველაზე პოპულარული ალბომი აშშ-ში 2020 წელს გაყიდვების, მოსმენებისა და გადმოწერების საერთო რაოდენობის მიხედვით:

1. Lil Baby - My Turn (2.632 მილიონი)
2. Taylor Swift - Folklore (2.204 მილიონი)
3. Pop Smoke - Shoot for the Stars Aim for the Moon (2.198 მილიონი)
4. The Weeknd - After Hours (2.032 მილიონი)
5. Juice Wrld - Legends Never Die (1.990 მილიონი)
6. Post Malone - Hollywood’s Bleeding (1.895 მილიონი)
7. Lil Uzi Vert - Eternal Atake (1.860 მილიონი)
8. Roddy Ricch - Please Excuse Me for Being Antisocial (1.792 მილიონი)
9. Harry Styles - Fine Line (1.522 მილიონი)
10. Luke Combs - What You See Is What You Get (1.475 მილიონი)

ალბომის გაყიდვების რაოდენობის მიხედვით შედგენილ სიაში ტეილორ სვიფტის ნამუშევარი Folklore ლიდერობს. მას პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის რიგით მეოთხე სტუდიური ჩანაწერი Map of the Soul: 7 მოსდევს, მესამე პოზიციაზე კი კანადელი მუსიკოსის, The Weeknd-ის ალბომი After Hours გავიდა.

10 ყველაზე გაყიდვადი ალბომი აშშ-ში 2020 წელს:

1. Taylor Swift - Folklore (1.276 მილიონი)
2. BTS - Map of the Soul: 7 (674,009)
3. The Weeknd - After Hours (480,000)
4. Harry Styles - Fine Line (420,000)
5. Billie Eilish - When We All Fall Asleep, Where Do We Go? (348,000)
6. Lady Gaga - Chromatica (331,000)
7. Juice WRLD - Legends Never Die (301,000)
8. Halsey - Manic (301,000)
9. Eminem - Music to Be Murdered By (287,000)
10. Taylor Swift - Evermore (283,000)

დასახელდა ასევე ყველაზე მეტჯერ მოსმენილი კომპოზიციების ათეული. პირველი ადგილი კალიფორნიელი რეპერის,  Roddy Ricch-ის ტრეკს The Box ერგო, რომელსაც სხვადასხვა პლატფორმაზე ჯამში 1.32 მილიარდჯერ მოუსმინეს. მეორე პოზიცია პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტების, Future-სა და Drake-ის ერთობლივმა ნამუშევარმა Life Is Good დაიკავა, მესამეზე კი დაბეიბისა და როდი რიჩის ჩანაწერი Rockstar გავიდა.

10 ყველაზე მეტჯერ მოსმენილი კომპოზიცია აშშ-ში 2020 წელს: 

1. Roddy Ricch - The Box (1.32 მილიარდი)
2. Future ft. Drake - Life Is Good (1.035 მილიარდი)
3. DaBaby ft. Roddy Ricch - Rockstar (863.95 მილიონი)
4. The Weeknd - Blinding Lights (821.12 მილიონი)
5. Jack Harlow - Whats Poppin (788.74 მილიონი)
6. Cardi B ft. Megan Thee Stallion - WAP (732.7 მილიონი)
7. Megan Thee Stallion - Savage (612.03 მილიონი)
8. Lil Mosey - Blueberry Faygo (593.01 მილიონი)
9. Tones and I - Dance Monkey (570.48 მილიონი)
10. Doja Cat - Say So (562.38 მილიონი)

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული