Thumbnail

კანადელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ნავრაჯ გორაიამ, ფსევდონიმით NAV, კომპოზიციაზე Young Wheezy გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. მასთან ერთად ჩანაწერში ახალგაზრდა ატლანტელი შემსრულებელი, განა მონაწილეობს. კოლეგებთან ერთად კლიპში მაყურებელი ტრევის სკოტსაც იხილავს. ტრეკის პროდიუსერი არაერთი ჰიტის ავტორი Wheezy გახლავთ.

მოუსმინეთ: NAV და Wheezy მიქსტეიპს Emergency Tsunami ავრცელებენ

ნახეთ: NAV, Wheezy და Lil Baby კლიპს Don't Need Friends ავრცელებენ

ნახეთ: NAV, Gunna და Travis Scott კლიპში Turks

წარმოშობით ინდოელმა არტისტმა სასცენო სახელით NAV შემოქმედებითი კარიერა 2007 წელს დაიწყო. თავდაპირველად ის მხოლოდ ინსტრუმენტალებს წერდა, მოგვიანებით კი მსმენელს მომღერლის რანგშიც მოევლინა. 2018 წელს ნავრაჯმა ოქროს სტატუსის მფლობელი სადებიუტო ალბომი Reckless გამოუშვა. 2020 წელს ნავრაჯმა თაყვანისმცემლებს მესამე ალბომი Good Intentions და მიქსტეიპი Emergency Tsunami შესთავაზა. მუსიკოსმა სახელი დრეიქთან, ტრევის სკოტთან და უიქენდთან თანამშრომლობით გაითქვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული