Thumbnail

მაილი საირუსი: Metallica-ს Nothing Else Matters ელტონ ჯონთან ერთად ჩავწერე

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მაილი საირუსმა ბრიტანულ რადიოსადგურ Capital FM-თან ინტერვიუში გაამხილა, რომ პოპულარული ჰევი მეტალ ჯგუფის, Metallica-ს ჰიტი Nothing Else Matters ბრიტანელ მუსიკოსთან, ელტონ ჯონთან ერთად ჩაწერა. როგორც ცნობილია, მაილი "მეტალიკას" ქავერ ალბომის გამოცემას აპირებს.

მაილი საირუსი: Metallica-ს სიმღერების დაქავერებას და ალბომის გამოშვებას ვაპირებ

"Nothing Else Matters ელტონ ჯონთან ერთად დავაქავერე. ის ნამუშევარში პიანინოზე უკრავს. ბენდის სხვა სიმღერებს ისეთ არტისტებთან ერთად ჩავწერ, როგორებიც არიან: Yo-Yo Ma, Red Hot Chili Peppers-ის დრამერი, ჩედ სმიტი და სხვები. ეს ყველაფერი ცოტა სარისკოა, თუმცა, მოტივაციას მმატებს", - ამბობს მაილი.

Nothing Else Matters ბენდისვე სახელწოდების რიგით მეხუთე ალბომში შედის, რომელიც 1991 წელს გამოიცა. ტრეკი "მეტალიკას" შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ნამუშევარი გახლავთ.

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა. კარიერის განმავლობაში მან 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. მუსიკოსი რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული