Thumbnail

Daz Dillinger ხსნის, რეალურად რატომ გაფუჭდა სნუპ დოგისა და ემინემის ურთიერთობა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლეგენდარულ ჰიპ ჰოპ არტისტებს, ემინემსა და სნუპ დოგს შორის დაპირისპირება საყოველთაო განხილვის საგნად იქცა. კოლეგებს შორის უთანხმოების წარმოშობის უკვე არაერთი სავარაუდო მიზეზი დასახელდა. ამ თემაზე აზრი სნუპის ახლო მეგობარმა და გრძელვადიანმა მუსიკალურმა პარტნიორმა, გენგსთა რეპისა და ჯი-ფანქის ცნობილმა წარმომადგენელმა, დეზ დილინჯერმაც გამოთქვა. ქურაფთთან ერთად ჩამოყალიბებული დუეტის Tha Dogg Pound წევრის განცხადებით, მუსიკოსებს შორის ურთიერთობის გაფუჭება ჯერ კიდევ 2000-იანი წლების წყენას უკავშირდება.

ემინემი სნუპ დოგს: მეგონა, ჩვენ ერთ გუნდში ვიყავით

"2001 წელს სნუპმა ემინემის ცნობილ კომპოზიციაში Bitch Please II მიიღო მონაწილეობა, რომელიც მარშალის ალბომისთვის The Marshall Mathers LP შეიქმნა. ტრეკის წარმატების შემდეგ, სნუპს უკვე თავისი სტუდიური ნამუშევრისთვის სურდა დეტროიტელთან კოლაბორაციული კომპოზიციის ჩაწერა, თუმცა, ემინემის წარმომადგენლებმა ის უარით გაისტუმრეს. ჩემთან საუბარში სნუპი ძალიან გულდაწყვეტილი და გაკვირვებული ჩანდა. ამბობდა, რომ მას უარს არავინ ეუბნებოდა. მით უმეტეს მაშინ, როდესაც თავად ემინემთან თანამშრომლობას დასთანხმდა. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც მათი ერთობლივი ნამუშევარი აღარ მოგისმენიათ", - განაცხადა დეზმა.

კარიერის განმავლობაში სნუპ დოგისა და ემინემის გზა არაერთხელ გადაიკვეთა. კოლეგები ერთმანეთის მიმართ პატივისცემას ხშირად გამოხატავდნენ. მათი გამორჩეული კომპოზიცია სწორედ Bitch Please II გახლავთ. ამასთან, სნუპი და ემინემი ამავე წელს ჟანრის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელი ტურნეს Up In Smoke Tour ჰედლაინერები იყვნენ.

სახელოვანი კოლეგები, რომლებიც, ლეგენდარული დოქტორ დრეს დამსახურებით, ერთი გუნდის წევრებად მოიაზრებოდნენ, ერთმანეთს სნუპის განცხადების შემდეგ დაუპირისპირდნენ. 2020 წლის ზაფხულში დასავლელმა შემსრულებელმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ემინემს 10 საუკეთესო რეპერს შორის ვერ დაასახელებდა. ასევე, სნუპმა განმარტა, რომ, რამდენიმე ემსის შემოქმედებისგან განსხვავებით, მას მარშალ მეზერსის მუსიკის გარეშე ცხოვრება ნამდვილად შეუძლია. მოგვიანებით დეტროიტელმა უფროსი კოლეგა ალბომის Music To Be Murdered By: Side B კომპოზიციაში Zeus გადისა, რასაც სნუპი სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე გამოეხმაურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული