Thumbnail

ნახეთ: მაილი საირუსი თავის ძაღლს სიმღერით Mary Jane 5EVR გამოეთხოვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელ პოპვარსკვლავ მაილი საირუსს ახლახან ძაღლი, სახელად მერი ჯეინი მოუკვდა, რომელიც 2012 წლიდან ჰყავდა. მეტისი, რომელსაც პიტ ბულის სისხლი ერია, მრავალი წელი სიმსივნეს ებრძოდა. 28 წლის არტისტმა საყვარელ ცხოველთან გამოსამშვიდობებლად ინსტაგრამზე მისი ფოტოები და ვიდეოკოლაჟი გაავრცელა, რასაც სიმღერა Mary Jane 5EVR დაურთო. ტრეკი მან ძაღლს ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში მიუძღვნა. კომპოზიციის პროდიუსინგზე მაიკ უილ მეიდ-ითმა, ენდრიუ ვიეტმა და ემილი ჰეინიმ იმუშავეს.

ნახეთ: მაილი საირუსის პერფორმანსი საახალწლო კონცერტზე

მაილი საირუსს ჰკითხეს, ქარდი ბის აკოცებდა თუ დუა ლიპას

"ეს სიმღერა წლების წინ პიანინოზე ავაწყვე მალიბუს სახლში, რომელიც დაიწვა და დღეს აღარ არსებობს. კომპოზიცია ჩემი ძაღლის, მერი ჯეინის შესახებ დავწერე, რომელიც ასევე აღარ მყავს. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა - ძირითადად მე. მუსიკა ჩემთვის სამკურნალო საშუალებაა. ამ სიმღერაში დანაკარგის გამო სულიერ ტკივილს გამოვხატავ. მერი ჯეინი ნამდვილი დედოფალი იყო - გრაციოზულობას, ღირსებასა და კეთილშობილებას გვირგვინივით ატარებდა. მისი გაცნობა და შეყვარება ერთი იყო. ჩემთვის დიდი პატივია, რომ წილად მხვდა, ვყოფილიყავი მისი დედა და მეგობარი", - ასათაურებს მაილი საირუსი პოსტს.

ეს პირველი სიმღერაა, რომელიც მაილიმ 2020 წლის 27 ნოემბერს გამოშვებული მეშვიდე ალბომის Plastic Hearts შემდეგ გაავრცელა.

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა. კარიერის განმავლობაში მან 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. მუსიკოსი რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული