Thumbnail

ნახეთ: slowthai და ASAP Rocky კლიპში MAZZA

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ინგლისელი მუსიკოსი, ტაირონ ფრემპტონი, ფსევდონიმით slowthai, განაგრძობს მომავალი ალბომის TYRON პრომოუშენს და მსმენელს ახალგავრცელებულ კომპოზიციაზე MAZZA გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ახალგაზრდა ბრიტანელთან ერთად ჩანაწერში პოპულარული ნიუ იორკელი არტისტი, ეისეფ როქი მონაწილეობს.

მოუსმინეთ: slowthai - Thoughts

ნახეთ: slowthai - NHS

ნახეთ: slowthai - Feel Away Ft. James Blake, Mount Kimbie

ტაირონ ფრემპტონმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. 2017 წელს არტისტმა პირველი EP სახელწოდებით I WISH I KNEW გაავრცელა. თუმცა, ბრიტანელი მუსიკოსი ფართო საზოგადოებამ 2019 წელს გამოქვეყნებული სადებიუტო ალბომით Nothing Great About Britain გაიცნო, რომელმაც კრიტიკოსების აღიარება დაიმსახურა. მისი შემოქმედება გრაიმის, თრეფის, საუნდქლაუდ რეპისა და პანკ როკის სინთეზია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული