Thumbnail

Dr. Dre საავადმყოფოში მკურნალობს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა მუსიკოსმა, დოქტორ დრემ თაყვანისმცემლებს ინსტაგრამის საშუალებით შეატყობინა, რომ საავადმყოფოში მკურნალობს. 55 წლის არტისტის თქმით, თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა აღმოაჩნდა, რის შემდეგაც მისი ლოს ანჯელესის Cedars-Sinai-ის სამედიცინო ცენტრში მოთავსება გახდა საჭირო. დრე აღნიშნავს, რომ თავს კარგად გრძნობს და შინ ახლო მომავალში გაწერენ.

ნახეთ: Dr. Dre ვიდეოთამაშის GTA ახალ ვერსიაში მონაწილეობს

"მადლობა ოჯახს, მეგობრებსა და თაყვანისმცემლებს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებისა და კეთილი სურვილებისთვის. თავს მხნედ ვგრძნობ, ექიმები ჩემზე თავდაუზოგავად ზრუნავენ. საავადმყოფოს მალე დავტოვებ და სახლში დავბრუნდები. Cedars-ის სამედიცინო ცენტრში ნამდვილი პროფესიონალები მუშაობენ", - წერს დრე.

ონლაინ გამოცემა TMZ-ის ცნობით, მუსიკოსი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სამშაბათს გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია და ანალიზები უტარდება ანევრიზმის წარმოქმნის მიზეზის დასადგენად.

Dr. Dre-ს ცოლი მოითხოვს, გაირკვეს, ჰყავს თუ არა მუსიკოსს უკანონო შვილები

სასამართლოს დადგენილებით, Dr. Dre ცოლს თვეში $2 მილიონს არ გადაუხდის

ანდრე იანგი, იგივე Dr. Dre, ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. მან შემოქმედებითი მოღვაწეობა 1985 წელს ელექტროჰოპ კოლექტივში World Class Wreckin' Cru დაიწყო. შემდეგ იყო ეპოქალური ჰიპ ჰოპ გაერთიანება N.W.A, რომლის წევრებიც, მის გარდა, Arabian Prince, DJ Yella, Eazy-E, Ice Cube და MC Ren იყვნენ. 1992 წელს კი მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ალბომი The Chronic გამოუშვა. მსოფლიო მასშტაბით ნამუშევრის 6 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა.

დოქტორ დრე ერთ-ერთი უმსხვილესი ლეიბლის Interscope Records-ის თანადამფუძნებელია. დრეს უკავშირდება ისეთი არტისტების წარმატება, როგორებიც არიან: Snoop Dogg, Eminem, 50 Cent, The Game და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული