Thumbnail

2021 წლის გრემის დაჯილდოება გადაიდო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კორონავირუსის პანდემიისა და კალიფორნიის შტატში გაზრდილი ინფიცირების მაჩვენებლის გამო 2021 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონია გადაიდო. ის 31 იანვრის ნაცვლად, 14 მარტს ჩატარდება. ამის შესახებ განცხადება ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ გაავრცელა.

ნახეთ: 2021 წლის Grammy-ს დაჯილდოების ნომინანტები ცნობილია

"ჯანდაცვის ექსპერტებთან კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ გრემის 63-ე დაჯილდოების ცერემონია 2021 წლის 14 მარტამდე გადაგვედო. კორონავირუსის გავრცელების მხრივ ლოს ანჯელესში საშინელი მდგომარეობაა, ჯანდაცვის სექტორი გადატვირთულია. სწორედ ამიტომ, საჭიროდ მივიჩნიეთ ღონისძიების თარიღის ცვლილება. არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე მუსიკის სფეროში მოღვაწე და გრემის ორგანიზებაში ჩართული ადამიანების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. მადლობა ყველას, ვინც გვერდში გვიდგახართ და გაგებითა და მოთმინებით ეკიდებით ასეთ მძიმე ვითარებაში მიღებულ გადაწყვეტილებებს", - ნათქვამია აკადემიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

“After thoughtful conversations with health experts, our host and artists scheduled to appear, we are rescheduling the...

Posted by Recording Academy / GRAMMYs on Tuesday, January 5, 2021

2021 წლის გრემიზე ყველაზე მეტი, ცხრა ნომინაცია პოპვარსკვლავ ბიონსეს ერგო, 6-6 ჯილდოსთვის კი იბრძოლებენ ბრიტანელი არტისტი დუა ლიპა, რეპერი როდი რიჩი და მომღერალი ტეილორ სვიფტი. ღონისძიების წამყვანი სამხრეთაფრიკელი კომიკოსი, ტრევორ ნოა იქნება.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული