Thumbnail

პოლ მაკკარტნი: ელვის პრესლის ამ სიმღერამ თავის ტკივილი გამიყუჩა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, პოლ მაკკარტნიმ ამერიკელ პოპვარსკვლავ ტეილორ სვიფტს ინტერვიუ მისცა, რომელიც ჟურნალ Rolling Stone-ში დაიბეჭდა. არტისტებმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრეს, მათ შორის პოლმა გაიხსენა ისტორია, როდესაც აღმოაჩინა, რომ ელვის პრესლის ჰიტი All Shook Up მასზე იმდენად დამამშვიდებელ ეფექტს ახდენდა, რომ თავის ტკივილსაც კი უყუჩებდა.

31 წლის შემდეგ პოლ მაკკარტნის ალბომი ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა

ნახეთ: პოლ მაკკარტნიმ სიმღერაზე Find My Way კლიპი გადაიღო

პოლ მაკკარტნი: ჯორჯ ჰარისონს მის მიერ ნაჩუქარი ხის საშუალებით ვესაუბრები

"მახსოვს, გასართობ პარკში ვიყავი, ეს პატარა გამწვანებული ტერიტორიაა ლივერპულში, რომელსაც Sefton Park ჰქვია. იქ ერთი უმშვენიერესი გოგო შევნიშნე. ცნობილი არ იყო, მაგრამ ყველა მას აკვირდებოდა სილამაზის გამო. ჩემზე დიდი ეფექტი მოახდინა. ეს ყველაფერი ჯადოსნურ სცენას ჰგავდა, მაგრამ ერთადერთი, რაც აქედან მივიღე, თავის ტკივილი იყო. ასე რომ, სახლში დავბრუნდი. როგოც წესი, თავის ტკივილები არ მაწუხებს. ასე რომ, არც ის ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. საბოლოოდ, ელვისის All Shook Up ჩავრთე. სიმღერა დასრულებულიც არ იყო, რომ აღარაფერი მტკიოდა. აი, ამაშია მუსიკის ძალა", - აღნიშნა 78 წლის შემსრულებელმა.

პოლ მაკკარტნიმ ისიც დასძინა, რომ სურს, მისი შემოქმედებაც მსგავსად მოქმედებდეს თაყვანისმცემლებზე. არტისტის თქმით, ბედნიერია, როდესაც ფანები ეუბნებიან, რომ მისი მუსიკა რთული პერიოდების გადატანაში ეხმარებათ.

All Shook Up ელვის პრესლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნამუშევარია, რომელიც 1957 წელს გავრცელდა და ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა. ჟურნალმა Rolling Stone ის ყველა დროის 500 საუკეთესო კომპოზიციას შორის დაასახელა.

1960-70 წლებში პოლ მაკკარტნი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის The Beatles ფრონტმენი იყო. ჯონ ლენონისა და მის მიერ დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტებად რჩება. "ბითლზის" დაშლის შემდეგ პოლმა ცოლთან, ლინდასთან ერთად ბენდი Wings შექმნა, პარალელურად კი სოლო კარიერაც დაიწყო. არტისტს 18 ალბომი აქვს გამოშვებული. გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება პოლმა 18-ჯერ მოახერხა, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში კი ორჯერ შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული