Thumbnail

ნახეთ: ჰარი სტაილზმა კომპოზიციაზე Treat People With Kindness კლიპი გადაიღო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ჰარი სტაილზმა კომპოზიციის Treat People With Kindness კლიპი გაავრცელა. რეჟისორთა გაერთიანების Ben Turner & Gabe Turner მიერ გადაღებულ შავ-თეთრ ვიდეორგოლში 26 წლის მას პარტნიორობას ინგლისელი მსახიობი, ფიბი უოლერ ბრიჯი უწევს. ქორეოგრაფიაზე პოლ რობერტსმა იმუშავა. სიმღერა ჰარის რიგით მეორე სტუდიურ ჩანაწერში Fine Line არის წამოდგენილი, რომელიც 2021 წლის გრემიზე საუკეთესო პოპ ალბომის კატეგორიაშია ნომინირებული.

Fox News-ის წამყვანის კომენტარს ჰარი სტაილზის ჩაცმულობის შესახებ კრიტიკა მოჰყვა

როგორ გამოეხმაურა ჰარი სტაილზი კრიტიკას, რომ საკმარისად მამაკაცური არ არის

ნახეთ: ჰარი სტაილზმა კომპოზიციაზე Golden კლიპი გადაიღო

მუსიკოსი ფართო საზოგადოებამ 2010 წელს ბოიბენდში One Direction მოღვაწეობით გაიცნო. 2017 წელს მან სადებიუტო სტუდიური ალბომი Harry Styles გამოუშვა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა. 2019 წელს იგივე შედეგი მისმა მეორე ნამუშევარმა Fine Line გაიმეორა. ჰარი სტაილზი კრისტოფერ ნოლანის ცნობილ ფილმში Dunkirk არის გადაღებული. აღსანიშნავია, რომ მომღერალი პირველი მამაკაცია, რომელიც ჟურნალ "ვოგის" გარეკანზე მარტო, ქალის გარეშე დაბეჭდეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული