Thumbnail

ნახეთ: ქარდი ბის რეაქცია, როცა WAP-ის მოსმენისას ოთახში 2 წლის შვილი შევიდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ქარდი ბი ახალი წლის აღსანიშნავად ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში ჩაერთო. ის თავისი და Megan Thee Stallion-ის ჰიტს WAP უსმენდა, რა დროსაც ოთახში 2 წლის შვილი, ქალჩერი შევიდა. მას შემდეგ, რაც ქარდიმ გოგონა შეამჩნია, მუსიკა სასწრაფოდ გამორთო.

ნახეთ: ქარდი ბის WAP-ის კიდევ ერთი პაროდია გავრცელდა

"არა, არა, არა", - ამ სიტყვებით შეეცადა რეპერი ტრეკის გადაფარვას, მანამ კომპოზიციას გათიშავდა.

ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღნიშნული ვიდეოს გაზიარებისას დაწერა:

"რა გამოდის, შენი შვილი ამას ვერ მოუსმენს, სხვისმა შვილებმა კი უნდა უსმინონ? დღის წესრიგი გაქვს, რომ შენი უვარგისი ლეიბლი წინ წაწიო. რა ამაზრზენია".

კრიტიკის პასუხად რეპერმა განაცხადა, რომ მას ისე არ უნდა უყურებდნენ, როგორც 15 წლის იუთუბერ ჯოჯო სივას, რომელიც ვიდეოპლატფორმაზე საბავშვო კონტენტის განთავსებით არის ცნობილი.

"შეწყვიტეთ! მე თქვენი ჯოჯო სივა არ ვარ. მუსიკას ბავშვებისთვის არ ვქმნი, ამას ზრდასრული აუდიტორიისთვის ვაკეთებ. მშობლებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რას უსმენენ მათი შვილები. მე ძალიან სექსუალური ადამიანი ვარ, მაგრამ არა ჩემი გოგონას გარემოცვაში. ასე უნდა მოიქცნენ სხვებიც", - დაწერა მან.

შემდეგ კი დასძინა:

"არსებობენ სტრიპტიზიორი დედები, ქალები, რომლებიც მთელი ღამე თვერქინგს ცეკვავენ, რათა სხვები გაართონ. იმავეს იმეორებენ საკუთარ ბავშვებთან? - არა. ამ კამათს აზრი არ აქვს, რადგან საღ აზრზე ვარ".

მუსიკოსს აქამდეც აღუნიშნავს, რომ არ სურს, ამ ჩანაწერს მისმა შვილმა მოუსმინოს.

"რა თქმა უნდა, არ ვისურვებდი, რომ კომპოზიციის ტექსტი ჩემს შვილს მოესმინა, რადგან ის ზრდასრულებისთვის არის განკუთვნილი", - აღნიშნა ქარდიმ ავსტრალიურ რადიოშოუში The Kyle & Jackie O სტუმრობისას.

"ქალმა იდუმალება უნდა შეინარჩუნოს" - სნუპ დოგი Cardi B-ს ჰიტს WAP აკრიტიკებს

WAP შარშან, აგვისტოში გავრცელდა და კომერციულ წარმატებასთან ერთად კრიტიკაც ხვდა წილად. უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა კლიპს, ტრეკის სახელწოდებას (W** A** P****) და ტექსტს. მაგალითად, კალიფორნიელმა რეპერმა, სნუპ დოგმა განაცხადა, რომ ქალები მსგავს თემებზე ხმამაღლა არ უნდა საუბრობდნენ, მეტალ კოლექტივის Black Sabbath ყოფილმა წევრმა, გიზერ ბათლერმა კი WAP-ს ამაზრზენი კომპოზიცია უწოდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული