Thumbnail

ერეკლე დეისაძემ, ნინი ნუცუბიძემ და ანუშკა ჩხეიძემ კომპოზიცია "ზამთარი" შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარულმა არტისტმა, ერეკლე დეისაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "აკუსტიკა" საკუთარი კომპოზიციის "ზამთარი" განახლებული ვერსია ნინი ნუცუბიძესთან, ანუშკა ჩხეიძესთან და გიორგი ტეცოშვილთან ერთად შეასრულა.

მოუსმინეთ: ერეკლე დეისაძე / Nimit_ta - თავდავიწყების დროა

მწერალმა და მუსიკოსმა, ერეკლე დეისაძემ შემოქმედებითი კარიერა პროექტით "ეკო და პარალელური თაობა" დაიწყო, 2012 წელს კი პანკ-ჯგუფი "40 კილომეტრში" დააარსა. 2015 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო სოლო ალბომი "იარე“. აღსანიშნავია დეისაძის კიდევ ერთი პროექტი Eko & Vinda Folio, რომლის სადებიუტო ალბომი "თერაპია" 2019 წელს ფრანგულ ლეიბლზე Talitres გამოიცა.

არტისტის, ხშირ შემთხვევაში, ეპატაჟური ნამუშევრები სოციალურ-პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს და საზოგადოების არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. მუსიკოსის ყველაზე პოპულარული სიმღერებია "შენი ფანჯრიდან", "რაც მამას უნდა" და "ხალხური".

კომენტარები

ბოლოს დამატებული