Thumbnail

ნახეთ: 50 Cent კლიპს Part Of The Game აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანმა ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კურტის ჯექსონმა, ფსევდონიმით 50 Cent, მსმენელს კომპოზიციაზე Part Of The Game გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა. გავლენიან ქუინსელ შემსრულებელთან ერთად ჩანაწერში მისი ახალბედა კოლეგა NLE Choppa და არენბი შემსრულებელი Rileyy Lanez მონაწილეობენ. ნამუშევარი კურტისის საავტორო ტელესერიალის Power რიგით მესამე სეზონის Raising Kanan მთავარი საუნდტრეკი იქნება. ტელეშოუს პრემიერა მიმდინარე წელს შედგება.

50 Cent-ის ჰიტი Many Men 2020 წლის ყველაზე შთამაგონებელ ტრეკად დასახელდა

50 Cent: ხანდახან გვაიძულებენ, რომ ცუდი ბიჭები ვიყოთ

კურტისმა მუსიკალური კარიერა 1996 წელს დაიწყო. მუსიკოსს წარმატება სადებიუტო სტუდიურმა ალბომმა Get Rich Or Die Tryin' მოუტანა. 2003 წლიდან დღემდე ამ ნამუშევრის 14 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. 2015 წლის მიწურულს მუსიკოსმა ბოლო ოფიციალური მიქსტეიპი The Kanan Tape გამოუშვა, რომლის წამყვანმა სინგლმა I'm The Man პლატინის სტატუსი მოიპოვა. სოლო შემოქმედების გარდა, მუსიკოსი პოპულარული ჰიპ ჰოპ გაერთიანებისა და ლეიბლის G-Unit დამფუძნებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული