Thumbnail

ცნობილი ქართული ელექტროპოპ ჯგუფის Kung Fu Junkie წევრებმა, ზურა ჯიშკარიანმა და ვინდა ფოლიომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "აკუსტიკა" გიორგი ცაგარელის სიმებიან ორკესტრთან, Zagareli & Strings-თან ერთად სიმღერა Flowerz In My Brain შეასრულეს. კომპოზიცია "ჯანქებმა" პირველად 2011 წელს Tabula Art Live-ზე იმღერეს. ნამუშევრის სტუდიური ჩანაწერი არ გავრცელებულა.

არქივი: Kung Fu Junkie-ის პირველი დემო ჩანაწერი "Dance აერობიკა" (2007)

ნახეთ: ზურა ჯიშკარიანმა თავისი რჩეული წიგნები დაასახელა

Kung Fu Junkie 2007 წელს თაზო ლიპარტელიანმა, იგივე გრინჩმა ჩამოაყალიბა. მის გარდა, კოლექტივში ზურა ჯიშკარიანი (Next Dila), ამიკო ნინუა (MC Cutkill) და არჩილ ქელბაქიანი გაწევრიანდნენ. ეს უკანასკნელი მალევე თემო ეზუგბაიამ (Vinda Folio) შეცვალა, მოგვიანებით კი ჯგუფს მაქსიმე მაჩაიძე დაემატა. 2011 წელს გერმანულ ლეიბლზე Progrezo Records მუსიკოსების სადებიუტო EP სახელად Dance 2 the Light გამოიცა, რასაც ერთი წლის შემდეგ საქართველოში გამოშვებული სინგლი Yoshiwara Bitch და EP Summer in the Sky, ასევე თბილისის ბოტანიკურ ბაღში ჩატარებული კონცერტის DVD მოჰყვა. 2016 წელს, გრინჩის გარდაცვალების შემდეგ, გაერთიანებამ აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობა შეწყვიტა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული