ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბიონსემ თავის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს საახალწლოდ ოქროს ყელსაბამები დაურიგა, რომელთა დიზაინზეც თავად იზრუნა. ფოტოები სოციალურ ქსელში მუსიკოსის დედამ და დეიდაშვილმა გაავრცელეს.
► Beyoncé-სა და Jay-Z-ის 8 წლის შვილი, ბლუ აივი გრემის ნომინანტია
► ბიონსე: 80 000 ფუტკარი მყავს და ასობით ქილა თაფლს ვიღებ
"ბიონსემ საყვარელ ადამიანებს ეს არაჩვეულებრივი ყელსაბამი აჩუქა, რომლის დიზაინიც 2020 წელს შუა თითს აჩვენებს. როდესაც საჩუქარი გავხსენი, თვალები ამიცრემლიანდა - ის სასაცილოცაა და სენტიმენტალურ განცდებსაც იწვევს. იმედი მაქვს, 2021 წელი სამყაროსთვის კარგი იქნება", - წერს ბიონსეს დეიდაშვილი ენჯი ინსტაგრამის გვერდზე.
"საახალწლო საჩუქარი ბიონსესგან. წელი თითქმის დასრულდა და ჯერ ისევ ცოცხლები ვართ. ღმერთო, კარგად გვამყოფე", - წერს ინსტაგრამზე ბიონსეს დედა.
ბიონსე ნოულს-კარტერი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსია. 24 გრემის მფლობელ არტისტს 100 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Single Ladies, Crazy In Love, Irreplaceable და Formation მოუტანა.
კომენტარები