Thumbnail

ტეკაში სიქსნაინმა 2020 წელს იუთუბზე ნახვებით ემინემსაც გადაასწრო

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

დასახელდნენ ჰიპ ჰოპ არტისტები, რომლებმაც 2020 წელს იუთუბზე ყველაზე მეტი ნახვა დააგროვეს. პირველ ადგილს პოპულარული რეპერი, ტეკაში სიქსნაინი იკავებს, მისი ვიდეორგოლები პლატფორმის მომხმარებლებმა ჯამში 2,3 მილიარდზე მეტჯერ იხილეს. ამ მაჩვენებლით ეპატაჟურმა შემსრულებელმა ისეთ კოლეგებს გადაასწრო, როგორებიც არიან ახალგაზრდა სამხრეთელი Youngboy Never Broke Again და ვეტერანი არტისტი, ემინემი.

10 კლიპი, რომელიც 2020 წელს ბრიტანეთში ყველაზე მეტჯერ ნახეს

ნახეთ: ტეკაში სიქსნაინმა ემინემის რეკორდი მოხსნა

ემინემის ჰიტის Without Me კლიპმა იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა

ტეკაშის მაღალი მაჩვენებლის დიდი წილი მის 2020 წლის კლიპებზე GOOBA და TROLLZ მოდის. აღსანიშნავია, რომ "გუბა" პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა. წარმატებას იანგბოიმაც 2020 წელს გამოცემული ტრეკებით მიაღწია. ემინემის შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარადაა. მარშალ მეზერსმა ეს ციფრები ძირითადად ძველი, დაუვიწყარი ნამუშევრების დამსახურებით მოიპოვა, რაც მის ეპოქალურობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული