Thumbnail

ნახეთ: Young Mic-მა ახალ ტრეკში 2020 წელი გადისა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ქართული ჰიპ ჰოპის ცნობილმა წარმომადგენელმა, მიშკა მგალობლიშვილმა, სასცენო სახელით Young Mic, მსმენელს ახალი კომპოზიცია "2020 Diss" და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა. რეპერმა ჩანაწერში კორონავირუსის პანდემიის მძიმე შედეგების გამო 2020 წელი გადისა. ტრეკის პროდიუსერი BringTheVibe გახლავთ.

მოუსმინეთ: მიშკა მგალობლიშვილი ალბომებს "შეხსენება" და Pash Is For Passion ავრცელებს

ნახეთ: Young Mic - ყველაზე ფხიზელი

მოუსმინეთ: Young Mic x Serhio - owowo

მიშკა მგალობლიშვილმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი წარმატება პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს, "ბირჟა მაფიას" უკავშირდება. არტისტი ქართულ კომპოზიციებს ფსევდონიმით Young Mic ავრცელებს, ინგლისურენოვანს კი სასცენო სახელით Pash Lyfe. 2020 წლის ნოემბერში მიშკამ მსმენელს მშობლიურ და ინგლისურ ენაზე ჩაწერილი ორი ალბომი "შეხსენება" და Pash Is For Passion შესთავაზა. რეპერის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია: "ხლაპუშკა", "გამზარდე", "თსლ შავი ზედა", "მომე შანსი" და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული