Thumbnail

ნახეთ: Mr Eazi და J Balvin კომპოზიციაზე Lento გადაღებულ კლიპს ავრცელებენ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ნიგერიელი მუსიკოსი, ოლუვატოსინ აჯიბადე, ფსევდონიმით Mr Eazi, კომპოზიციაზე Lento გადაღებულ კლიპს ავრცელებს. ჩანაწერში ცნობილი კოლუმბიელი არტისტი, ჯეი ბალვინი მონაწილეობს. ვიდეორგოლის ავტორი ნიგერიელი რეჟისორი მეჯი ალაბი გახლავთ. სინგლი მისტერ იზის მომავალ EP-ში სახელწოდებით Something Else შევა, რომელიც 2021 წელს გამოიცემა.

ოლუვატოსინ აჯიბადემ შემოქმედებითი კარიერა 2012 წელს დაიწყო. მომდევნო წელს მუსიკოსმა სადებიუტო მიქსტეიპი About to Blow გაავრცელა. მუსიკოსს ამ დრომდე 4 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული