Thumbnail

ნახეთ: ფილმ Rock Camp-ის თრეილერი სლეშისა და სტივენ ტაილერის მონაწილეობით

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Guns N' Roses-ის გიტარისტის, სლეშისა და Aerosmith-ის ფრონტმენის, სტივენ ტაილერის მონაწილეობით დოკუმენტური ფილმის Rock Camp თრეილერი გავრცელდა. სურათი 1990-იანი წლების ბოლოს შექმნილი პროექტის Rock 'n Roll Fantasy Camp შესახებ მოგვითხრობს - სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში მსურველებს შეეძლოთ, როკ მუსიკაში მოღვაწე ცნობილი არტისტებისგან ესწავლათ კომპოზიციების წერა, სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრა, მოესმინათ რჩევები, ამის შემდეგ კი მათთან ერთად გაემართათ პერფორმანსი. პროექტში მონაწილეობა სულ 6 000-მდე ადამიანმა მიიღო.

Slash: ვფიქრობ, Guns N' Roses ახალ სიმღერებს 2021 წელს გამოუშვებს

სლეშისა და სტივენ ტაილერის გარდა, ფილმში აგრეთვე იხილავთ ისეთ ცნობილ მუსიკოსებს, როგორებიც არიან: ელის კუპერი, ჯინ სიმონსი, ჯეფ ბეკი და სხვები. დოკუმენტური სურათის რეჟისორები რენე ბარონი და დუგლას ბლაში არიან. ნამუშევარი კინოეკრანებზე 2021 წლის 16 თებერვალს გამოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული